ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზომიერად გამკაცრებულია, რადგან იგი კვლავ აღემატება ნეიტრალურ დონეს, რომელთანაც საშუალოვადიან პერიოდში უნდა დაახლოვდეს“ – მარიამ ჭანტურია

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზომიერად გამკაცრებულია, რადგან იგი კვლავ აღემატება ნეიტრალურ დონეს, რომელთანაც საშუალოვადიან პერიოდში უნდა დაახლოვდეს. აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური განაკვეთი 7%-ის ფარგლებშია, - ამის შესახებ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ჭანტურიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინფლაციისა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკა სებ-ის ცენტრალურ საპროგნოზო სცენართან თანხვედრაშია.
"კომიტეტმა მიმოიხილა მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ რისკ-სცენარების ანალიზი, რომელთა რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა, მიზნობრივი დონიდან გადაიხაროს. ამ რისკების მინიმიზების მიდგომით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებაში გამოიხატა.
ნოემბრის მდგომარეობით, მოვლენები სებ-ის ცენტრალური საპროგნოზო სცენარის შესაბამისად ვითარდება. აღნიშნულ თვეში ინფლაციის ნორმალიზების ნიშნები გამოვლინდა და მთლიანმა წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა", - აცხადებს მარიამ ჭანტურია.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.