არქივი7 იანვარი, 2025, 14:23
მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით „ალილოს“ მსვლელობას მართავს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.