ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მომიყვანეთ კვარაცხელია" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი მოთხოვნა ხელმძღვანელებს

"მომიყვანეთ კვარაცხელია" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი მოთხოვნა ხელმძღვანელებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Calcionapoli24-ის ჟურნალისტი ლუკა კერჩონე ავრცელებს.
იტალიელის ცნობით, ქართველის შეძენა ამორიმის პირველი მოთხოვნაა, მხარეები კი გარიგებაზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიწყებენ.
შეგახსენებთ, ამორიმმა "წითელ ეშმაკებში" ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.