ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მომიტინგეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და აცხადებენ, რომ მთავრობამ ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა“

მომიტინგეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და აცხადებენ, რომ მთავრობამ ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა“

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი, ერთ-ერთი გზა - გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გადაკეტეს.
დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა“ ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.