არქივი14 მაისი, 2024, 22:08
მომიტინგეები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამოხატავდნენ პროტესტს, პარლამენტთან დაბრუნდნენ
აქციის მონაწილეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, გმირთა მოედნიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
ისინი პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს წინ გააგრძელებენ.
მსვლელობას წინ მოტოციკლისტები მიუძღოდნენ.
“საქართველო!”,- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.