ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მომივიდა გზავნილები ივანიშვილის ბიზნესწრეებიდან, ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათო - ზურაბიშვილი

მომივიდა გზავნილები ივანიშვილის ბიზნესწრეებიდან, ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათო - ზურაბიშვილი

ჩემთან მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან პირველი ვთქვათ წრე, ივანიშვილის პირველი საყრდენი და ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათ და ა.შ. - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.
"ასე რომ, ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ [პარტნიორებთან] იყოს ნათქვამი. სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები მუშაობს, თუნდაც როცა არ არის ჯერ დაწესებული სანქციები და ყველას ძალიან კარგად ესმის, და პირველ რიგში, ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული, თუ რამდენია დასაკარგი ამ სანქციებით, ასე რომ, ეს წნეხი მოქმედებს" - თქვა ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.