პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროულ შეუტყობინებლობაზე ჯარიმა გაიზრდება

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროულ შეუტყობინებლობაზე ჯარიმა გაიზრდება

გარკვეულ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროულ შეუტყობინებლობაზე საჯარიმო თანხები გაიზრდება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ადამიანთა ორგანიზებული დაშვება ხდება, ასევე ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ - 24 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში კი, თუ ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეტყობინება 72 საათის განმავლობაში არ მოხდება, ობიექტის მფლობელი 400 ლარით დაჯარიმდება.
დღეს არსებული კანონით, სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 50 და 100 ლარით ჯარიმდება.
ცვლილებები “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ხორციელდება. კანონის პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.