მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება – ჯონ კირბი

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, კირბიმ აღნიშნა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით.
“უკრაინის სარდლობას ახლა უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს, ვინაიდან მათ არ იციან, როდის მიიღებენ იარაღის შემდეგ პარტიას. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ მხარდაჭერის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება ამ შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი