მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა – საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაზე დღეს კანონმდებლები იმსჯელებენ. საუბარია, 2025 წლის იანვრიდან, დეპუტატებისთვის ხელფასების მომატებაზე. თემას დეპუტატები საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, მესამე მოსმენით განიხილავენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტის წევრების ხელფასები სხვა სახელმწიფო სამსახურების ანაზღაურებასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 ათასით იზრდება პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას, ერთჯერადი დახმარების ოდენობა და ის 15-20 ათასს შეადგენს.
ავტორი: მაია გრიგოლია

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი