მომდევნო დღეებში დათბება – როგორი ამინდია მოსალოდნელი

დღეიდან ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში დათბება. 15-18 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
“15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი”, – აცხადებენ სააგენტოში.
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი:
· თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 9-11 გრადუსამდე მოიმატებს;
· სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 10-15 გრადუსი სითბო იქნება;
· დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერი დღის საათებში 11-16 გრადუსამდე გათბება;
· დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 17 იანვარს – ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 5-10 გრადუსი იქნება;
· დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში იქნება 0-5 გრადუსი;
· ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერი დღის საათებში 6-11 გრადუსამდე გათბება;
· კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): იქნება უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 6-11 გრადუსს მიაღწევს;
· აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში იქნება 3-8 გრადუსი სითბო;
· აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერი დღის საათებში 0-5 გრადუსამდე გათბება.
საქართველოში ამინდი 12 იანვრიდან გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, რომ მოსალოდნელი იყო თოვლი, 3-4-ბალიანი შტორმი და ყინვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო