მომავლის რწმენა, მშვიდობა და სინანული – პატრიარქის მთავარი სათქმელი საშობაო ეპისტოლეში, რომელსაც მრევლი განსაკუთრებულად ელოდა

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს – საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. მომავლის რწმენა, მშვიდობა და სინანული – ეს იყო პატრიარქის მთავარი სათქმელი საშობაო ეპისტოლეში, რომელსაც მრევლი განსაკუთრებულად ელოდებოდა. ქვეყნისა და ერის წინამძღვარმა, საკუთარ ხალხს უთხრა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
“გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ” – კათოლიკოს- პატრიარქის ეპისტოლეში საუბარია ომსა და მშვიდობაზე, როგორც კაცობრიობის გადარჩენის მთავარ გზაზე.
მომავლის რწმენა, მშვიდობის მნიშვნელობა და სინანულის ძალა – პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე საუბარს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო. შობის ღამეს სამების საკათედრო ტაძრიდან ილია მეორეს გზავნილები მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო.
ეპისტოლე რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება. უწმინდესი, ომებიდან და რეალური საფრთხეებიდან გამომდინარე, აქცენტს მშვიდობის მნიშვნელობაზე აკეთებს.
ხელოვნური ინტელექტი და მისი პოტენციალი იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში გაამახვილა ყურადღება. ილია მეორე წერს, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ადამიანის ცხოვრებაში და შეცვალოს ყოველდღიურობა. თუმცა, პატრიარქის თქმით, სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი, პირველი კანონმდებელი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ესწრებოდნენ. პატრიარქის გზავნილებთან დაკავშირებით, კანონმდებლებმა თქვეს, რომ ეპისტოლეში ილია მეორემ მნიშვნელოვან და დროულ საკითხებზე ისაუბრა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შობის ღამეს მორწმუნეები, ფანჯრებთან ანთებული სანთლით შეხვდნენ. ამ გზით მართლმადიდებლები, მათ ოჯახებსა და სულებში, მაცხოვრის დაბადებასა და შემოსვლას ზეიმობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება