არქივი30 აპრილი, 2025, 19:54
მომავალ კვირას, MEGOBARI ACT-ი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე გავა

MEGOBARI ACT-ი, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წლის დასაწყისში წარადგინეს, მომავალ კვირას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე გადადის.
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს ზიანს აყენებენ.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI ACT განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს დემოკრატიის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირაშია მოსალოდნელი.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.