„მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას“ – კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა:
„არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავს დავუხრით უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ქვეყანაში უკონტროლო იმიგრაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში