ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლოდინი მაქვს, რომ ძალადობა მოიმატებს – ზურაბ ჯაფარიძე

მოლოდინი მაქვს, რომ ძალადობა მოიმატებს – ზურაბ ჯაფარიძე

მოლოდინი მაქვს, რომ ძალადობა მოიმატებს – ზურაბ ჯაფარიძე
ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, “ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს არა მარტო პოლიტიკოსების მიმართ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა რუსულ რეალობაში ცხოვრობს და მას მოლოდინი არ აქვს, რომ გახარიაზე თავდასხმის გამო ვინმეს დასჯიან.
“მოლოდინი არც უნდა გვქონდეს, რომ ვინმეს დააკავებენ ან დასჯიან, ეს არის ზღაპარი, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რუსულ რეალობაში ვართ, სადაც გვყავს ასობით ნაწამები ადამიანი, კადრები გვაქვს, სადაც “ტიტუშკები” უსწორდებიან ადამიანებს, პოლიცია გვერდით დგას და უმოქმედოა. ასეთი რეალობაა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა იცავს სისტემის ჭანჭიკებს და სჯის იმ ადამიანებს, ვინც მიდის სისტემის წინააღმდეგ.
მოლოდინი, რომ გამოიძიებენ ამ საქმეს და ვინმეს დასჯიან ან დიტო სამხარაძეს რამეს უზამენ, ეგ არის ზღაპარი. ასეთი რამ არ მოხდება და მსგავსი ოპტიმისტური განწყობა არ უნდა გვქონდეს.
ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, “ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს, არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ამით ეცდებიან, რომ შეაშინონ ადამიანები იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩათ, მაგრამ ამ ადამიანებს არაფერი აშინებთ, გამოდიან და ყოველ დღე დგანან აქ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.