ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.25 პპ-ით შემცირდება" - "ლიბერთის" ფინანსური დირექტორი

"ლიბერთის" ფინანსური დირექტორი, ვახტანგ ბაბუნაშვილი ელის, რომ ეროვნული ბანკი წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირებს. მისი თქმით, ეს იქნება სიგნალი, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომავალ წელსაც გააგრძელებს.
"მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ მცირედით შემცირდება, დაახლოებით 0.25 პროცენტული პუნქტით. ეს კიდევ დამატებითი სიგნალი იქნება, რომ მომავალ წელს განაკვეთმა კიდევ უფრო დაიწიოს. თუ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა ისევ კარგად გაგრძელდება, ინფლაციის განაკვეთი იგივე თუ შენარჩუნდება, განაკვეთი, სავარაუდოდ, კიდევ დაიწევს", - განაცხადა ვახტანგ ბაბუნაშვილმა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2023 წლის ბოლო სხდომა 20 დეკემბერს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.