მოლდოვის ცესკო-ს ცნობით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მაია სანდუს პარტია ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს, 24.26 პროცენტით. ბარიერი გადალახა და 7.99 პროცენტით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით. „ჩვენი პარტია“ 6.21 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიაა 5.63 პროცენტით.
ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მედიაში ვარაუდობენ, რომ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 52 მანდატით. „პატრიოტულ ბლოკს“ 28 დეპუტატი ეყოლება, ბლოკ „ალტერნატივას“ – ცხრა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია კი პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი