არქივი26 აპრილი, 2026, 16:47
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა - ის უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ჩერნობილში გაემგზავრება

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა | ის უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ჩერნობილში გაემგზავრება.
"ჩერნობილიდან 40 წლის შემდეგ, მე კიევში ვარ ზელენსკისთან სასაუბროდ და ჩერნობილში მივემგზავრები, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ევროპისთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა.
კატასტროფებმა საზღვრები არ იცის - სოლიდარობამაც არ უნდა იცოდეს. მოლდოვა მათ გვერდით დგას, ვინც აშენებს და არა ანგრევს." | წერს მაია სანდუ X-ზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.