მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებს ელიან

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვაში რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება.
“გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. ახალი არაფერია, სამწუხაროდ. მათ შეიძლება, შეცვალონ გარკვეული ტაქტიკა, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან,” – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში აუცილებელია ადგილობრივი არჩევნებიდან დასკვნების გამოტანა. მაია სანდუს თქმით, კონკრეტულ სამინისტროებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა რისკების შესამცირებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო