მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს დატოვებას მხარი დაუჭია - ადგილობრივი მედია
n.news.genews.ge-ის არქივი
მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმების, მისი პროტოკოლისა და დსთ-ს წესდების დენონსაცია მოახდინა.
გადაწყვეტილებას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
„აღნიშნული შეთანხმებების დენონსაციის ინიციატორი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ დსთ-ს ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული. კერძოდ, დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი ქვეყნები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ს შექმნას, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიული აქტები საქართველოს წინააღმდეგ და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები უკანონოდ ჰყავს განლაგებული“, — ნათქვამია მოლდოვის პარლამენტის განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.