მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ახორციელებს“, – წერს გუცული „ტელეგრამის“ არხზე.
ევგენია გუცულმა აღნიშნა, რომ გაგაუზიის უფლებების დასაცავად პუტინი მას მხარდაჭერას დაჰპირდა.
„კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს, ჩვენს ბიუჯეტს ზღუდავს, ჩვენს კანონიერ უფლებებს არღვევს, გაგაუზიასა და მთელ ქვეყანაში არასტაბილურობასა და დესტაბილიზაციას იწვევს“, – აღნიშნა გუცულმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში, მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატებმა რუსეთს „მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა“ სთხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა