მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქი საბერძნეთში დააკავეს

საბერძნეთში დააკავეს მოლდოვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი. დაკავების ფაქტს მოლდოვის პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ინტერპოლის არხებით გახდა ცნობილი.
პლახოტნიუკთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მოლდოვური მედიის ცნობით, ეს არის კონსტანტინ ცუცუ, ყოფილი დეპუტატი და პლახოტნიუკის უახლოესი გარემოცვის წევრი.
ვლადიმირ პლახოტნიუკი 2019 წლის ზაფხულამდე ხელმძღვანელობდა მოლდოვის დემოკრატიულ პარტიას და გაჯერებული გავლენითა და კორუფციული სკანდალებით იყო ცნობილი. იმავე წელს, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მან ქვეყანა დატოვა და შვეიცარიაში გაიქცა.
მოლდოვაში მის მიმართ უკვე სამ სისხლის სამართლის საქმეზეა გაცემული დაპატიმრების ორდერი, ხოლო 2023 წელს პროკურატურამ სასამართლოს გადასცა ყველაზე გახმაურებული საქმე – მილიარდი დოლარის გაქრობა მოლდოვის საბანკო სისტემიდან, რომელშიც პლახოტნიუკს ბრალად თანამონაწილეობა ედება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან