მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო

მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ქვეყანაში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.
მოლდოვა რუსეთიდან ბუნებრივ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. აღარ აპირებს რუსულ კონცერნ „გაზპრომს“ გაუგრძელოს ტრანზიტის კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება. შესაბამისად, მოლდოვა რუსული გაზის შეწყვეტას 2025 წლის 1 იანვრიდან ელოდება.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის განცხადებით, გაზის შეწყვეტასთან ერთად მდინარე დნესტრის მარჯვენა ნაპირზე მოსალოდნელია ელექტროენერგიის მიწოდების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტაც, ამიტომ მთავრობას უნდა, ჰქონდეს ყველა ინსტრუმენტი მოქმედების სხვადასხვა გეგმის განსახორციელებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ