ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლდოვა ეროვნული ლეიდან ევროზე გადავა

მოლდოვა ეროვნული ლეიდან ევროზე გადავა

მოლდოვა ეროვნული ლეიდან ევროზე გადავა, ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ანკა დრაგუმ საზოგადოებრივი ტელეკომპანია "მოლდოვა-1"-ის ეთერში განაცხადა.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის სავაჭრო და სავალუტო ნაკადებს უკავშირდება. მოლდოვის სავაჭრო და სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 60-70% ევროკავშირზე მოდის, ამიტომ ეროვნული ბანკის რეზერვები და სავალუტო ინტერვენციები ამ რეალობას უნდა მოერგოს.
მოლდოვის ეკონომიკა უკვე რამდენიმე წელია ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. 2022 წელს ქვეყანაში ინფლაციამ რეკორდულ 30.2%-ს მიაღწია. ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო, გაზის ტარიფები თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები — ოთხჯერ. გასულ წელს ინფლაციამ 13.4% შეადგინა. დრაგუს გუნდს იმედი აქვს, რომ ევროპულ ვალუტაზე მორგება არსებულ რეალობას მნიშვნელოვნად შეცვლის.
ცვლილება ძალაში 2025 წლის 2 იანვრიდან შევა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.