ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლდოვაში შეიქმნება მოწყობილობა, რომელიც ფერმერებს გვალვის დროს ხელოვნური წვიმის მოყვანაში დაეხმარება

მოლდოვაში შეიქმნება მოწყობილობა, რომელიც ფერმერებს გვალვის დროს ხელოვნური წვიმის მოყვანაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას radiomoldova ავრცელებს.
ტექნოლოგია გულისხმობს დრონის აღჭურვას აქტიური ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა მარილი ან სხვადასხვა მარილების ნარევი, ღრუბლებში წვიმის გამოწვევის მიზნით. კრისტალები ხელს უწყობს წვიმის გამომწვევი ტენის კონდენსაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, სიახლე ადრეული ტესტირების რეჟიმშია, თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ხელოვნური წვიმის შესაქმნელად ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ შესაძლოა, მავნე შედეგები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ადამიანებისთვის. მათი აზრით, ეს ტექნოლოგია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული, მაგალითად, ძლიერი გვალვის დროს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.