მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების დროს არეულობის მომზადების ბრალდებით 74 ადამიანი დააკავეს – პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები მომზადებას სერბეთში გადიოდნენ, რომლის უკანაც რუსეთის სპეცსამსახურები დგას

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების დროს არეულობის მომზადების ბრალდებით 74 ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოლდოვის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 22 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 250 ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც 74 ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე არეულობის მოწყობის მიზნით სერბეთში მომზადებას გადიოდნენ, ხოლო ოპერაციის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
მოლდოვის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ფურტუნემ განაცხადა, რომ წვრთნების მონაწილეებმა დაახლოებით 400 ევრო მიიღეს და მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ.
ამასთან, პოლიციის ცნობით, წვრთნებში მონაწილეების უმეტესობის ინსტრუქტორები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იარაღი, საბრძოლო მასალა, პასპორტები და სხვა სახის მტკიცებულებები ამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ