მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 20 ოქტომბერს ჩატარდება

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 20 ოქტომბერს დანიშნა.
აპრილის შუა რიცხვებში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი არაერთი ცვლილება დაამტკიცა. ამრიგად, რესპუბლიკის ფუნდამენტურ კანონს დაემატება განყოფილება – „ევროპული ინტეგრაცია“, რომელიც მოიცავს მუხლს : „დამფუძნებელ ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ და ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების გადასინჯვის აქტები.“კონსტიტუციაში არსებული სიახლეების შესახებ კანონპროექტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლო რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად აღიარებს.
სახალხო კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მაია სანდუ, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 2020 წლის დეკემბრიდან უკავია, მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?