ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს

მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა საბა დანელია (მარჯვენა მკლავით), ხოლო მარცხენა მკლავით ვერცხლის მედალი მოიპოვა. საბა დანელიამ, ასევე წარმატებით იასპარეზა უფროსი ასაკის კატეგორიაში, სადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
„მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი ბუსქანძე (კადეტებში) და მერაბ გვალია (იუნიორებში).
უფროსების კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა დათუნა ჯიშკარიანი, მან ასევე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარცხენა მკლავით.
გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, კობა თუთბერიძემ და მწვრთნელმა გოგა დანელიამ მოამზადეს.
თითოეულ სპორტსმენს და მწვრთნელებს „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამით“ გათვალისწინებული ფულადი ჯილდო პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელებს ულოცავს მსოფლიო პირველობაზე წარმატებით ასპარეზობას!“- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხობის მერია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.