მოლდოვას პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე მუნტეანუს განცხადებით, თანამდებობას ტოვებს.

მუნტეანუს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2025 წლის ნოემბრიდან იკავებს, გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია.

„დღეს ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ვადა იწურება. როგორც კი გავაცნობიერე, რომ აღარ შემეძლო ჩემი მანდატის შესრულება ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, გადავწყვიტე თანამდებობიდან გადადგომა“, – დაწერა მუნტეანუმ სოციალურ ქსელში.

Reuters-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი გამოწვევას წარმოადგენს პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მმართველი „პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიისთვის“ (PAS). მოლდოვას საპარლამენტო პროცედურის თანახმად, სანდუ კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო ჯგუფებთან და შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს.

62 წლის მუნტეანუ თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რომელშიც PAS-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!