მოლდოვას პრემიერი – მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას

მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოვა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას.
„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ.მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“, – წერს დორინ რეჩანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)