მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული იმ უკრაინელების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან ჩარჩნენ

რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩა და იძულებულია, სარდაფში იცხოვროს ქუჩაში გასვლის უფლების გარეშე, რადგან მათ მოლდოვის გავლით გზის გაგრძელების საშუალება არ აქვთ, – ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინული ციხეებიდან რუსეთის კოლონიებში გაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებნი.
მედიის ცნობით, რუსეთში დაბრუნება მათ აკრძალული აქვთ, მაგრამ ისინი გზას ვეღარ აგრძელებენ. როგორც BBC წერს, ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში დაბრუნებაა საქართველოსა და მოლდოვის გავლით. მაგრამ ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც ჩაკეტილი აღმოჩნდა, როგორც ამას უფლებადამცველები ამბობენ.
Previous: არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ, ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს
Next: რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული და ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან დიდი მარცხისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს