ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან ჯაშუშობის საქმის გამო

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი დიპლომატი და მას 48 საათი მიეცა ქვეყნის დასატოვებლად.
ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაც მოლდოვის უშიშროების სამსახურმა დააკავა მოლდოვის ორი მოხელე პარლამენტის ტერიტორიაზე რეიდის დროს, რომელიც ჯაშუშობის საქმის გამოძიებას უკავშირდებოდა.
რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვი „გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცა ნოტა მისი თანამშრომლის არსასურველ პირად გამოცხადების შესახებ,“ - ნათქვამია სამინისტროს 1 აგვისტოს განცხადებაში, რომელშიც განმარტებულია, რომ „მოლდოვის ხელისუფლებამ მოიპოვა მასალა, რაც ადასტურებს, რომ რუსი დიპლომატი „ეწეოდა საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამებოდა მოლდოვის ტერიტორიაზე მის სტატუსს“.
რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მალევე მას მერე, რაც მოლდოვის უშიშროების უწყებამ და პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარეს პარლამენტში და დააკავეს ორი პირი, საკანონმდებლო ორგანოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამშობლოს ღალატში. ეს ორი პირი, რომლებიც მოლდოვის კანონმდებლობით 72 საათით შეიძლება ჰყავდეთ დაკავებული, რუსეთის საელჩოს კიშინიოვში აწვდიდნენ ინფორმაციას, რომელიც მოლდოვის ინტერესებს ზიანს აყენებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.