ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, "ნაპოლი" "კვარას" პასუხით იმედგაცრუებულია" - რას წერს იტალიური გამოცემა ხვიჩაზე?

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, "ნაპოლი" "კვარას" პასუხით იმედგაცრუებულია" - რას წერს იტალიური გამოცემა ხვიჩაზე?

"ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" "კვარას" კონტრაქტის 2028 წლამდე გაფორმებას და ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს სთავაზობდა.
გამოცემის ინფორმაციით, ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა აღნიშნული წინადადება იუარა და ფეხბურთელის მხარე დე ლაურენტისისგან 8 მილიონ ევროს ითხოვს, რამაც კინოპროდიუსერის იმედგაცრუება გამოიწვია.
ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ქართველი ფეხბურთელის მოთხოვნას დე ლაურენტისი.
შეგახსენებთ, "კვარას" "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
-15OCT/01/1-kvracxeli.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title="მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, "ნაპოლი" "კვარას" პასუხით იმედგაცრუებულია" - რას წერს იტალიური გამოცემა ხვიჩაზე?" />Fichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა - რამდენად რეალურია ტრანსფერი?
· მარაო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.