„მოლაპარაკება არ დამთავრებულა, ავიღეთ პაუზა“ – ხაზარაძე გახარიასთან გაერთიანებაზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ მისი კოალიციისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებებში პაუზაა აღებული.
„ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით – გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას მეთაურობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. ეს არაა ტექნიკური ტიპის საკითხები. მოლაპარაკება არაა დამთავრებული. ავიღეთ პაუზა“, – განაცხადა მან პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.
აქამდე „ძლიერი საქართველოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანების იდეით პრეზიდენტი გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა