ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოკლული 18 წლის ბიჭის დედა: – “იმ ორის დაკავებას ვითხოვ, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა”

დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ქალი ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
ოჯახი სასტიკი დანაშაულისთვის იმ ორი ახალგაზრდა პირის დაკავებას ითხოვს, რომლებიც გუსეინოვების მტკიცებით, მათ შვილს იჭერდა.
ვინც ჩემი შვილი მოკლა ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. იმ ორის დაკავებას ვითხოვ, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა – აღნიშნა მოკლულის დედამ.
18 წლის ბიჭი გულში დანის ჩარტყმით გვიან ღამით მოკლეს. ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის მოზარდია. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.