ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოკლული პოლიციელების რიცხვი 15-მდე გაიზარდა – დაღესტანში გლოვის დღეები გამოცხადდა

მოკლული 20-მდე ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი, მღვდელი და ეკლესიის მცველი, დაჭრილი 12 სამართალდამცავი და დაშავებული 25 ადამიანი პირი – დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.
დერბენტსა და მაჰაჩყალაში უცნობი პირები მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიჭრნენ. თავს დაესხნენ სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებასაც. ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ოთხი თავდამსხმელი, მათ შორის, დაღესტნის ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი, ოსმან და ადილ ომაროვები. ოლქის ხელმძღვანელმა კი, ადგილობრივი მედიის ცნობით თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. დაღესტანში კი, შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.