ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.:
სასამართლო პროცესის შესახებ გვეკითხება უამრავი ადამიანი.
ამიტომ, აქ გიპასუხებთ ყველას. უპირველესად, უდიდესი მადლობა თანადგომისთვის. იცოდეთ, თქვენ ნამდვილად ღირსეულ ახალგაზრდას უჭერთ მხარს და ამით იცავთ კიდეც თქვენი შვილების უსაფრთხო მომავალს. რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა წინა სასამართლო განხილვა. არ ვაპირებ სასამართლო პროცესებზე სიარულს, რადგან არ ვაღიარებ წაყენებულ ბრალს და ამ მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ! თუმცაღა, როცა მე დამიბარებს მოსამართლე, იმ სხდომაზე აუცილებლად მივალ, შეგატყობინებთ ყველას და თქვენი თანადგომის განუსაზღვრელად დიდი იმედი მაქვს. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას: 1) მკვლელების მხარემ გირაოს სახით 1 0000- 1 0000 ლარად მოითხოვა მკვლელთა თავისუფლება! (რაც არ დააკმაყოფილა სასამართლომ)
2) ყველა მტკიცებულება დატოვეს სადავო.
3) საქმის გამოძიება გრძელდება.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.