მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა, ეძებენ ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს.
“სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველები, მყვინთავები, ასევე ვიყენებთ დრონებს”, – განაცხადეს სამაშველო სამსახურში.
ცხინვალში 8-წლის მოზარდი, დღეს, შუადღეს დინებამ გაიტაცა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო