მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. ინფორმაცია ფეისბუქ გვერდ “დედოფლისწყაროს ახალი ამბები” ვრცელდება.

შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა. 15 წლის მარიამ ბენაშვილი საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ ის თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს