ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან – ლანდბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ გმობს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
„ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდბერგისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.