ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს - ევროპარლამენტარები

„ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების კანონის“ მიღების გამო. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება“, - ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და სვენ მიქსერი ავრცელებენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.