არქივი8 მარტი, 2025, 01:09
,, მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ” – მამუკა ხაზარაძე

,,ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თანაპარტიელების დაკავებას ეხმაურება და მათ სასწრაფოდ განთავისუფლებას ითხოვს:
,,ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე, რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!
მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ – ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.