“მოვითხოვეთ სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნა… ვასილ მაღლაფერიძემ ეს მოგვწერა” – ლიკა ბასილაია–შავგულიძე

0
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ასეთი სიტუაციაა, მეგობრებო: მე და ლაშა ტუღუშმა მოვითხოვეთ სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძემ მოგვწერა, რომ სხდომა ჩაინიშნა ორშაბათს დილის 12 საათზე “სამუშაო ფორმატში”, რაც ნიშნავს, რომ სხდომის ტრანსლირება არ უნდა მოხდეს. ამაზე ლაშა ტუღუშმა გაუგზავნა მეორე წერილი, სადაც მოითხოვა სხდომაზე არა მხოლოდ ტექნიკური პერსონალის დასწრება, არამედ – გენერალური დირექტორის, იურიდიული სამსახურის და HR ის.
ჩვენ ვითხოვთ სხდომა დაინიშნოს ხვალ, იყოს ტრანსლირებული არა მხოლოდ ფეისბუქით, არამედ პირდაპირი ეთერითაც პირველ არხზე, ჩვენ ვითხოვთ სხდომას დაესწროს გენერალური დირექტორი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახურის უფროსი!

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს