12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.
“მოვიდა დრო” [ასევე ითარგმნება, როგორც: “ჩვენ დრომდე”, “წამოვიდა დროზე”] – წერია Facebook-ის პოსტზე.
ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია.
დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა” – ამბობს კობა ახალაძე ვიდეოში.




