მოველით, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან – მაკა ბოჭორიშვილი

“შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ამ მხარდაჭერის იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს საქართველოს საკითხთან მიმართებაში,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.
” შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ამ მხარდაჭერის იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს საქართველოს საკითხთან მიმართებაში, ვინაიდან ეს იყო ის საკითხი, რომელიც ასევე აისახა იმ დოკუმენტში, რომელიც მიღებული იქნა პარლამენტების შეხვედრის ფარგლებში მადრიდში. ეს იყო პოზიცია 27-ვე წევრი ქვეყნის, რომ მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. რაც შეეხება კომისიის და საბჭოს ურთიერთობებს, ნაკლებად სავარაუდოა, მსგავსი შემთხვევები შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ არ გაითვალისწინა ევროკომისიის პოზიცია ან რეკომენდაცია – ეს ნაკლებად სავარაუდოა, მით უმეტეს გაფართოების საკითხზე, ვინაიდან დღევანდელ მოცემულობაში, საერთო განწყობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხთან დაკავშირები არის ზოგადად პოზიტიური და რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოველით, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან,” – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან