ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოედანი ყავარჯნებით დატოვა - საქართველოს ნაკრებში თამაშის მსურველმა მარადიშვილმა ტრავმა მიიღო

მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში დაზიანება მიიღო.
მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს 8 აპრილს გამოკვლებები ჩაუტარდება და მისი ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ დადგინდება. თუ ვინმეს გაინტერესებთ, "ნიჟნი ნოვგოროდი" აღნიშნულ დაპირისპირებაში "კრასნოდართან" 3:4 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში
უნდა, ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.