ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოდრიჩი და "რეალი" კიდევ ერთი წლით - მოლაპარაკებები დაწყებულია

მოდრიჩი და "რეალი" კიდევ ერთი წლით - მოლაპარაკებები დაწყებულია

MadridXtra-ს ინფორმაციით, "რეალის" 39 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მადრიდულ გრანდში შესაძლოა, კიდევ ერთი წლით დარჩეს.
ხორვატი ვეტერანი "სამეფო გუნდთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და მიაჩნია, რომ კიდევ ერთი წლით მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და ამას ფიზიკურად გაუძლებს.
ინფორმაციისთვის, მოდრიჩი "რეალში" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი ასისტი მიითვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.