მოდი, ვაჩვენოთ, რომ მოლდოვა არ იყიდება – მაია სანდუ ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდებს

„მოლდოვა, ჩვენი ძვირფასი სამშობლო, საფრთხეშია და თითოეული თქვენგანი საჭიროა. თქვენ შეგიძლიათ სამშობლოს გადარჩენა თქვენი ხმით“, – განაცხადა მაია სანდუმ კიშინიოვში ხმის მიცემის შემდეგ.
„ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს“, – თქვა მაია სანდუმ და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ჩარევაზე მოლდოვის არჩევნებში, რაც, ხელისუფლების თანახმად, მილიონობით ევრო დაიხარჯა.
სანდუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიებისთვის.
„მოდი, ვაჩვენოთ, რომ მოლდოვას რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც არ იყიდება, ნუ მივცეთ მოღალატეებს ჩვენი ქვეყნის გაყიდვის უფლებას“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
დღეს, 2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვაში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამჯერადაც წყვეტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ბედს.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე (თბილისის დროით დილის რვა საათზე) დაიწყო და საღამოს, 21:00 საათზე დასრულდება.
ცესკოს თანახმად, ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის ხმა 750 000-მდე ამომრჩეველმა მისცა.
პრეზიდენტმა მაია სანდუმ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოლდოველებს მოუწოდა, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხმა მისცენ.
ორი მთავარი დაპირისპირებული ძალაა პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ და პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
კრემლი გამუდმებით ადანაშაულებს კიშინიოვს „ანტირუსულ ისტერიაში“ და უარყოფს, რომ არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება