ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მოდიი აქ" - აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების კადრები

"მოდიი აქ" - აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების კადრები
თბილისში, ირანის საელჩოსთან მიმდინარე ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნუცა მხარაძე დააკავეს.
"არაადამიანებო" - მიმართა მან პოლიციის თანამშრომლებს, რის შემდეგაც გელაძის უწყების წარმომადგენელებმა ის დააკავეს.
ცნობისთვის, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ხამენეის რეჟიმმა აქციებზე, სულ მცირე, 12 000 ადამიანი მოკლა

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.