არქივი8 ივნისი, 2024, 11:22
,,მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ”- სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით
სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა.
„მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.