მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას და მის წარმომადგენლებს – როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური?

მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას და მის წარმომადგენლებს – როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გახარიას პარტიას პარლამენტი არც არასდროს დაუტოვებია, ისინი უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. „თუ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ გამოდიოდნენ და მიზეზად ასახელებდნენ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, ახლა რომელი რიცხვიდან გახდა ლეგიტიმური?“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ გახარიას პარტიის გადაწყვეტილება, ბოიკოტის რეჟიმის დასრულებასთან დაკავშირებით, მათი პარტიის რეიტინგის დავარდნას უკავშირდება.
„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ გახარია რეალურად არც შესულა და არც გამოსულა არსად, ის და მისი პარტია იყვნენ პარლამენტში, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში და ამბობდნენ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ იყო. მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას და მის წარმომადგენლებს – როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური? ანუ თუ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ გამოდიოდნენ და მიზეზად ასახელებდნენ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, ახლა რომელი რიცხვიდან გახდა ლეგიტიმური? ამ შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია, ზოგადად, კარგად ვიცით, რომ მისი პარტიის რეიტინგი დავიდა თითქმის ნულამდე, მისივე არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო. თვითონ გაიქცა გერმანიაში და შემდეგ იქ ყოფნის მიზეზად თქვა, რომ რაღაც მოლაპარაკებებზეა რამდენიმე თვეა უკვე. საინტერესოა რა მოლაპარაკებებშია ამ რამდენიმე თვის განმავლობაში – რაიმე საერთაშორისო პრობლემებს წყვეტს და მსოფლიო გამოწვევებს ებრძვის თუ რა? ორი თუ სამი თვეა წასულია და საინტერესოა ეს საკითხი. ამ დიდი მოლაპარაკებების პარალელურად, მან ნახა, რომ პარტიის რეიტინგი ნულამდეა დასული და იფიქრა, იქნებ პარლამენტში შესვლამ უშველოს. ეს არის იმ გადაწყვეტილების ახსნა, რაც მიიღო გახარიამ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა